აშშ-ის სენატში პრესის თავისუფლებაზე რეზოლუცია ინიციირებულია, სადაც მზია ამაღლობელიცაა ნახსენები — შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

აშშ-ის სენატში პრესის თავისუფლებაზე რეზოლუცია ინიციირებულია, სადაც მზია ამაღლობელიცაა ნახსენები — შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

2026-05-04 15:46:36+04:00

აშშ-ის სენატში დარეგისტრირდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მსოფლიოში პრესის თავისუფლების მიმართ არსებულ საფრთხეებს მიემართება და რომელშიც მზია ამაღლობელიცაა ნახსენები. რეზოლუცია ოთხ ნაწილად იყოფა: პრესის თავისუფლების მნიშვნელობა, სტატისტიკა, კონკრეტული ჟურნალისტები, მოთხოვნები და მოწოდებები. – სენატი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს, გამოიყენონ თავიანთი ძალაუფლება დამნაშავეების დასასჯელად, უკანონოდ დაკავებულების გასათავისუფლებლად და პრესის თავისუფლების დასაცავად გლობალურ დონეზე. მოცემული რეზოლუცია ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის. ის ამჟამინდელი სტატუსით იმხოლოდ ინიციირებულია სენატში.