დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები და მხარდამჭერები 4 მაისს 17:00 -ზე სახელმწიფო კანცელარიაში მისვლასა და თავიანთ განცხადებებზე პასუხს მოთხოვნას აპირებენ - Palitra News

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები და მხარდამჭერები 4 მაისს 17:00 -ზე სახელმწიფო კანცელარიაში მისვლასა და თავიანთ განცხადებებზე პასუხს მოთხოვნას აპირებენ

2026-05-04 15:54:22+04:00

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები და მხარდამჭერები დღეს, 4 მაისს 17:00 -ზე სახელმწიფო კანცელარიაში მისვლასა და თავიანთ განცხადებებზე პასუხს მოთხოვნას აპირებენ. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია გენეტიკური დაავადებაა რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების განლევას და სიცოცხლის შემოკლებას იწვევს. საქართველოში დიუშენით დაავადებული 100 მდე ბავშვია. მშობლები თანამედროვე მედიკამენტების შემოტანას და მკურნალობის დაფინანსებას ითხოვენ. ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ვიდრე მოთხოვნილი მედიკამენტების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის თავლსაზრისით კუთხვის ნიშნები არსებობს პროტოკოლი ვერ დამტკიცდება.