საქართველოში ინფლაცია გაიზარდა. აპრილში ხორცი 10%-ით გაძვირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით ფასები საშუალოდ 1.7 პროცენტით მოიმატა, ხოლო წლიურად ინფლაციამ 5.9 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტად ინფლაცია ფიქსირდება შემდეგ სფეროებში: ტრანსპორტი - 10% სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 7.5%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო -საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი - 6.5%;. ოპოზიციის შეფასებით, ნათლად გამოჩნდა, რომ ფასების შემსწავლელი სამთავრობო თუ საპარლამენტო კომისიის მუშაობა უმოქმედო აღმოჩნდა და „ქართული ოცნება“ ფასების ზრდასთან დამარცხდა.