საცობები და პარკირება თბილისში - ოპოზიციის შეფასებები - Palitra News

საცობები და პარკირება თბილისში - ოპოზიციის შეფასებები

2026-05-04 21:03:40+04:00

ოპოზიცია თბილისში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად საცობებსა და პარკირების პრობლემას ასახელებს და მერიის პოლიტიკას აკრიტიკებს.

მმართველი გუნდის ოპონენტების შეფასებით, დედაქალაქში სატრანსპორტო სისტემა გაუმართავია, რაც განსაკუთრებით იგრძნობა პიკის საათებში, როდესაც გადაადგილება მნიშვნელოვნად რთულდება. ისინი პასუხისმგებლობას ქალაქის მერს, კახა კალაძეს აკისრებენ და აცხადებენ, რომ პარკირების, საცობების შემცირებისა და bus lane-ების მოწესრიგებისთვის გამოყოფილი რესურსები არაეფექტიანად დაიხარჯა.

ოპოზიციის განცხადებით, არსებული ვითარება მიუთითებს, რომ პრობლემების სისტემური გადაწყვეტა ვერ მოხერხდა, რის შედეგადაც მოქალაქეებს ყოველდღიურად უწევთ დროისა და ფინანსური რესურსის დაკარგვა. მათივე პოზიციით, მერია ცდილობს დანაკარგების კომპენსაციას გაზრდილი ჯარიმების გზით, რაც საბოლოოდ მოსახლეობაზე დამატებით ფინანსურ ტვირთად აისახება.