სურსათისა და ტრანსპორტის ფასები ისევ გაიზარდა - როგორია პოლიტიკური სპექტრის შეფასებები - Palitra News

სურსათისა და ტრანსპორტის ფასები ისევ გაიზარდა - როგორია პოლიტიკური სპექტრის შეფასებები

2026-05-04 21:11:57+04:00

საქართველოში ინფლაცია გაიზარდა და ფასების ზრდა განსაკუთრებით სურსათსა და ტრანსპორტში შეინიშნება.

საქსტატის მონაცემებით, აპრილში ფასები წინა თვესთან შედარებით საშუალოდ 1.7%-ით გაიზარდა. ყველაზე მკვეთრი ზრდა ტრანსპორტის სექტორში დაფიქსირდა - 10%, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში - 7.5%. ასევე გაძვირდა საცხოვრებელთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის წყალი, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, სადაც ზრდამ 6.5% შეადგინა. ცალკეულ პროდუქტებს შორის მნიშვნელოვნად მოიმატა ხორცის ფასმა - დაახლოებით 10%-ით.

ოპოზიცია ამ პროცესს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის წარუმატებლობად აფასებს და მიუთითებს, რომ ფასების შემსწავლელმა სამთავრობო და საპარლამენტო კომისიებმა რეალური შედეგი ვერ დადეს. მათი შეფასებით, მმართველმა გუნდმა ფასების ზრდის შეკავება ვერ შეძლო და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუარესდა. თემაზე დამატებით შეფასებებს სხვადასხვა პოლიტიკური მხარეები კვლავ აკეთებენ.