დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები პოლიციამ კანცელარიაში არ შეუშვეს - Palitra News

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები პოლიციამ კანცელარიაში არ შეუშვეს

2026-05-04 21:15:37+04:00

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტების დაფინანსებას ითხოვენ და მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს აგრძელებენ. დღევანდელ აქციაზე მათ მთავრობის კანცელარიის შენობაში შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა - აღნიშნულის გამო, ადგილზე იყო ხმაური.

აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან თანამედროვე მედიკამენტების შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ, რადგან დაავადება პროგრესირებადია და დროული მკურნალობა სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის კრიტიკულად მიიჩნევა. საქართველოში დიუშენის დიაგნოზით დაახლოებით 100 ბავშვი ცხოვრობს.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ მოთხოვნილი პრეპარატების ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე კითხვები კვლავ არსებობს და შესაბამისი პროტოკოლის დამტკიცება ვერ ხერხდება.