ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობენ - როგორ მთავრობაში განმარტავენ, პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად იყენებს. ღონისძიების ფარგლებში ის უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, სადაც საუბარი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას შეეხო. შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა და მასში საგარეო საქმეთა მინისტრები, მაკა ბოჭორიშვილი და ანდრეი სიბიგაც მონაწილეობდნენ.
სამიტამდე გაკეთებულ განცხადებაში კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაკავშირებადობის მიმართულებით, რადგან შავი ზღვის გავლით რამდენიმე ქვეყანას დასავლეთთან აკავშირებს და ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს აძლიერებს.