აშშ-ს სენატში ინიცირებულ პროექტში, რომელიც პრესის თავისუფლების წინაშე არსებულ საფრთხეებს ეხება, მზია ამაღლობელიცაა მოხსენიებული - Palitra News

აშშ-ს სენატში ინიცირებულ პროექტში, რომელიც პრესის თავისუფლების წინაშე არსებულ საფრთხეებს ეხება, მზია ამაღლობელიცაა მოხსენიებული

2026-05-04 21:22:53+04:00

აშშ-ის სენატში ინიცირებულია რეზოლუციის პროექტი, რომელიც გლობალურად პრესის თავისუფლების წინაშე არსებულ საფრთხეებს ეხება და მასში ქართველი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელიცაა მოხსენიებული. დოკუმენტი ოთხ ძირითად ნაწილად იყოფა და მოიცავს როგორც პრესის თავისუფლების მნიშვნელობას, ასევე სტატისტიკურ მონაცემებს, კონკრეტულ შემთხვევებს და პოლიტიკურ რეკომენდაციებს.

რეზოლუცია აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ გამოიყენოს არსებული მექანიზმები პასუხისმგებელი პირების დასასჯელად, უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტების გასათავისუფლებლად და საერთაშორისო დონეზე მედიის თავისუფლების დასაცავად.