საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრესის დამოუკიდებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „მედიის თავისუფლების კოალიციის” თანათავმჯდომარე სახელმწიფოების დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის ერთობლივ მოსაზრებას ეხმაურება და „ნიანგის ცრემლებად“ აფასებს.
კერძოდ, შალვა პაპუაშვილის თქმით, "ყალბი პათეტიკით გაჯერებულ" ტექსტზე საელჩოს მხრიდან, რომელიც „ორი წამყვანი ქართული მედიის მოკვლას ცდილობს“, მხოლოდ ერთი შეფასება გიჩნდება - „ნიანგის ცრემლები“.
,,როდესაც კითხულობ ამ ყალბი პათეტიკით გაჯერებულ ტექსტს იმ საელჩოს მხრიდან, რომელიც უკვე ორი თვეა ორი წამყვანი ქართული მედიის მოკვლას ცდილობს, მხოლოდ ერთი შეფასება გიჩნდება - ნიანგის ცრემლები”, - წერს პაპუაშვილი.
პრესის დამოუკიდებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „მედიის თავისუფლების კოალიციის” თანათავმჯდომარე სახელმწიფოები - დიდი ბრიტანეთი და ფინეთი ერთობლივი მოსაზრებას ავრცელებენ.
მოსაზრებას მხარს უჭერენ “მედიის თავისუფლების კოალიციის” წევრი შემდეგი სახელმწიფოები: ავსტრია; ბელგია; დანია; ესტონეთი; გერმანია; ისლანდია; ირლანდია; ლატვია; ლიეტუვა; ლუქსემბურგი; ნიდერლანდები; ნორვეგია; პოლონეთი; შვედეთი.
განცხადებაში საუბარია მედიის თავისუფლების წინაშე არსებული საფრთხეებზე და ნათქვამია, რომ "საქართველოში შემაშფოთებელ ტენდენციებს ვხედავთ".