ობახიძე დგას ეშაფოტზე, თავი ყულფში აქვს გაყოფილი და ახლა ბიძინაზეა დამოკიდებული, სკამს ფეხს როდის წაკრავს - ბევრი ცოდვები დაგროვდა და ვიღაცას ხელი უნდა შეახოცონ , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ ერევანში გამართული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ვიზიტი ირაკლი კობახიძისთვის პრემიერ-მინისტრის რანგში გამართული ერთ-ერთი ბოლო ვიზიტი იყო.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შეიძლება კიდევ ერთი არგუმენტი იყოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის პრემიერ-მინისტრის შესაცვლელად.
„ის გამზადებულია მოსახსნელად. ბიძინასთვის დამახასიათებელი გეგმით ვითარდება ყველაფერი. ბიძინას უკვე აქვს მომწიფებული ეს საკითხი, მას ძალიან სერიოზული არგუმენტი მიეცა, რომ ეს უმტკივნეულოდ მოხდეს. ფასების კომისიის სრული კატასტროფის შედეგად კობახიძე არა თუ ჩვენი დასაცინი გახდა, არამედ შიგნით, ხელისუფლებაშიც სერიოზულად დასცინიან ამ მარაზმზე, რბილ ხორცთან და კვერცხებთან დაკავშირებით. ბიძინას ეშაფოტზე აყვანილი ჰყავს და ელოდება ხელსაყრელ მომენტს, რომ მთელი ის ცოდვები, რაც დაგროვდა, მას აჰკიდოს და ჩარეცხოს. მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ბოლო ვიზიტი იყო [პრემიერის რანგში]. როცა ვამბობ, რომ გამზადებულია ჩასარეცხად, არ ნიშნავს, რომ ეს ხვალ მოხდება. არის რამდენიმე ფაქტორი, რის გამოც ეს შეიძლება ცოტათი გაიწელოს. ვფიქრობ, ბიძინა ელოდება ირანის თემის გარკვევას, სტრატეგიული გადაწყვეტილება აქვს მას მისაღები, ის გააგრძელებს სხვლას რუსეთის იმპერიაში ინტეგრაციის მიმართულებით, თუ ოდნავ დისტანცირებას მოახდენს და აზერბაიჯანის ტიპის ქვეყნის ჩამოყალიბებას დაიწყებს. ირანის თემის გადაჭრამდე მას უჭირს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება იმიტომ, რომ პუტინის გადაგდების ეშინია, ის გადააგდებს პუტინს იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნდება, რომ ბევრი აღარაფერი შეუძლია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
კითხვაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ერევანში შეხვედრას ექნება თუ არა გაგრძელება, გია ხუხაშვილი პასუხობს, რომ „ქართული ოცნება“ „ზნეს ვერ შეიცვლის“ და ისევ ზელენსკის „ლანძღვას“ გააგრძელებენ.
„გაგრძელება რა ექნება? იქ კურდღელივით ჩუმად იყო, ახლა ჩამოვლენ და გააგრძელებენ უკრაინის გინებას იმიტომ, რომ ზნეს ვერ იცვლიან ესენი. არ აქვთ ეს მანევრი, ისევ „დიფსთეითსა“ და ომისა და მშვიდობის საკითხზე უნდა ილაპარაკონ, მეტი რა აქვთ? რამე აქტივი აქვთ, რომ სხვა რამეზე ილაპარაკონ? ისევ უკრაინის ლანძღვას გააგრძელებენ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.