პოლიტიკა 04.05.2026 / 22:40აა პაატა ზაქარეიშვილი - ერევანში სამიტზე კობახიძე საერთოდ გაქრა, რომ არა ზელენსკისთან შეხვედრა - ომში მონაწილე ქვეყნის პრეზიდენტს უნიკალური შანსი ჩაუვარდა, რათა სათქმელი ეთქვა, ის მთელი გულით ლაპარაკობს, როდესაც კობახიძე გაყინულია, მიმიკაც კი არ აქვს - Palitra News

პოლიტიკა 04.05.2026 / 22:40აა პაატა ზაქარეიშვილი - ერევანში სამიტზე კობახიძე საერთოდ გაქრა, რომ არა ზელენსკისთან შეხვედრა - ომში მონაწილე ქვეყნის პრეზიდენტს უნიკალური შანსი ჩაუვარდა, რათა სათქმელი ეთქვა, ის მთელი გულით ლაპარაკობს, როდესაც კობახიძე გაყინულია, მიმიკაც კი არ აქვს

2026-05-04 23:18:26+04:00

ზელენსკიმ ისეთი რამ უთხრა მათ, რისი თქმაც ძალიან უნდოდა საქართველოსთვის, ამ საუბარს არანაირი შედეგი არ მოჰყვება, რადგან „ქართული ოცნების“ სტილია ყველაფერი დააიგნოროს , - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა, სომხეთში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა.

როგორც ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ზაქარეიშვილის განცხადებით, კობახიძის მონაწილეობა სამიტში უფრო ფორმალური ხასიათის იყო და მისი არჩასვლა დამატებით კრიტიკას გამოიწვევდა.

ზაქარეიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა შეხვედრის ვიზუალურ და კომუნიკაციურ მხარეზე. მისი თქმით, ზელენსკი აქტიურად და ემოციურად საუბრობდა, მაშინ როდესაც კობახიძე, მისი შეფასებით, უფრო პასიური და თავშეკავებული ჩანდა, რაც შეიძლება მიუთითებდეს დისკომფორტზე ან სათქმელის ნაკლებობაზე.

„იქ არაფერი ესაქმებოდა კობახიძეს, მაგრამ რომ არ ჩასულიყო, სკანდალი იქნებოდა. ალიევი გასაგები მიზეზების გამო არ ჩავიდა, ამ ფონზე კობახიძის არ ჩასვლა, პროვინციალიზმი იქნებოდა. კობახიძე მხოლოდ და მხოლოდ, ჩავიდა იმიტომ, რომ არ ჩასვლა „იყვირებდა“. ჩასვლით არაფერი გაკეთდა, ჩავიდა, დაიმალა და საერთოდ გაქრა, რომ არა ზელენსკისთან შეხვედრა. მან რამდენჯერმე თქვა, რომ შეხვედრა ზელენსკიმ მოინდომაო. ეს იყო არაოფიციალური შეხვედრა, ფეხზე იდგნენ. ყველა შეხვედრა, რაც ვნახეთ, არის ნორმალური, მაგიდასთან და მსჯელობენ. ომში მონაწილე ქვეყნის პრეზიდენტს უნიკალური შანსი ჩაუვარდა და რაღაცის თქმა უნდოდა საქართველოსთვის. ისეთი რამის თქმა, რომ მერე საქართველოს არ ეთქვა, ჩვენთვის არ უთქვამთო. ადრესატი საქართველო და ქართველი ხალხია. ზელენსკი მთელი გულით ლაპარაკობს, როდესაც კობახიძე გაყინულია. მიმიკაც კი არ აქვს სახეზე. ნებისმიერ ადამიანს მოსდის, როდესაც უხერხულ მდგომარეობაში ხარ და სათქმელი არაფერი გაქვს იკეტები. ფსიქოლოგები ამას კარგად გაშიფრავენ: კობახიძის მიმიკაა სეტია, თითქოს როგორც ქვეწარმავალს ისე ელაპარაკება“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე, რა მოლოდინი გააჩნია ზელენსკი-კობახიძის შეხვედრამ, პოლიტოლოგი პასუხობს, რომ აღნიშნულ შეხვედრას, სავარაუდოდ, კონკრეტული პოლიტიკური შედეგი არ მოჰყვება, რადგან, მისი შეფასებით, ხელისუფლება მსგავს სიგნალებს ხშირად უყურადღებოდ ტოვებს.

„არა, არანაირი. ყველაფერი ძველებურად დარჩება. შეხვედრისთვის კარგი მომენტი გამოიჭირა ზელენსკიმ, რათა სათქმელი ეთქვა. რაც ომი დაიწყო 4-5 ჯერ სხვადასხვა ფორუმებზე ყოფილან. ასეთი სერიოზული მსჯელობა არასდროს არ ყოფილა. საერთო სურათის გადაღებისას, ზელენსკი მოტრიალდა თვითონ გაუწოდა ხელი კობახიძეს. მეორე მომენტი კი ბოჭორიშვილთან და კობახიძესთან შეხვედრა. ზელენსკიმ ისეთი რამ უთხრა მათ, რისი თქმაც ძალიან უნდოდა საქართველოსთვის. ამ საუბარს არანაირი შედეგი არ მოჰყვება, რადგან „ქართული ოცნების“ სტილია ყველაფერი დააიგნოროს“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილი, ერევანში მიმდინარე საერთაშორისო სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღონისძიება სომხეთისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს.

„მნიშვნელოვანი სამიტი ტარდება ერევანში. ის, რომ სამიტი ერევანში ტარდება ეს არის სომხეთის მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ, რადგან ერთ თვეში, ისტორიული მნიშვნელობის არჩევნები ჩატარდება - შეინარჩუნებს თუ არა ფასიანი ხელისუფლებას. ეს სამიტი პირველ რიგში, სომხეთისთვის არის. გერმანიის გარდა, ევროპის ყველა სახელმწიფოს პირველი პირები ჩავიდნე, რათა გვერდში დაუდგნენ სომხეთს“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.