არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანის თავდასხმას გმობს.
„ეს თავდასხმები საშიშ ესკალაციასა და მიუღებელ დარღვევას წარმოადგენს“, - აცხადებს არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრო.
არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს ირანიდან გაშვებული დრონები და რაკეტები გაანეიტრალეს. თავდასხმის შედეგად ფუჯაირას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა და სამი ადამიანი დაშავდა.
ამასთან, გამოცემა The Times of Israel-ი სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის ფონზე ისრაელის თავდაცვის ძალები „მაღალ მზადყოფნაში“ რჩებიან.