აბას არაღჩი - აშშ ფრთხილად უნდა იყოს, რომ არაკეთილმოსურნეებმა ისევ ჭაობში არ ჩაითრიონ - პროექტი თავისუფლება პროექტი ჩიხია - Palitra News

აბას არაღჩი - აშშ ფრთხილად უნდა იყოს, რომ არაკეთილმოსურნეებმა ისევ ჭაობში არ ჩაითრიონ - პროექტი თავისუფლება პროექტი ჩიხია

2026-05-05 09:39:07+04:00

ჰორმუზში განვითარებული მოვლენები ნათლად აჩვენებს, რომ პოლიტიკური კრიზისის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი მტკიცებით, აშშ და არაბთა გაერთიანებული საამაროები ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ისევ „ჭაობში“ არ აღმოჩნდნენ.

„მაშინ, როცა პაკისტანის კეთილშობილური ძალისხმევით მოლაპარაკებები პროგრესირებს, აშშ ფრთხილად უნდა იყოს, რომ არაკეთილმოსურნეებმა ისევ ჭაობში არ ჩაითრიონ. ასევე უნდა მოიქცეს არაბთა გაერთიანებული საამიროებიც“, - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მისი თქმით დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ოპერაციას სიტუაცია ჩიხამდე მიჰყავს.

„პროექტი თავისუფლება პროექტი ჩიხია“, - წერს არაღჩი.