პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ერევანში მეორე დღეა მიმდინარეობს. სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონულ უსაფრთხოებასა და ევროპული თანამშრომლობის გაღრმავებას. ღონისძიებაში მონაწილეობს საქართველოც. დელეგაციას ხელმძღვანელობს ირაკლი კობახიძე, რომელიც სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. მთავრობის განმარტებით, პრემიერი ვიზიტს იყენებს საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გასაძლიერებლად და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად. შეხვედრა შედგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, სადაც განხილვის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა იყო. მიუხედავად მსგავსი დონის შეხვედრებისა, ოპოზიცია აცხადებს, რომ საქართველო კვლავ ვერ აღწევს მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. საპარლამენტო უმრავლესობის ოპონენტები აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძის შეხვედრები უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს და ვერ პასუხობს იმ მთავარ გამოწვევებს, სამიტი 2 დღიანია - შეხვედრები დღეს დასრულდება.