სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის მაქსიმუმია. თვიური ინფლაცია 1.7%-ს აღწევს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი დაგეგმილ ნიშნულზე ოდნავ მაღალია, თუმცა საგანგაშო არ არის და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკა გატარდება. ეკონომისტების ნაწილი გამოსავლად საწვავზე აქციზის გადასახადის დროებით შემცირებას ასახელებს, რაც მათი შეფასებით, პროდუქციის ღირებულებაზე დადებითად აისახება.. გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება ფასების ზრდასთან ბრძოლაში დამარცხდა და დაპირებები ვერ შეასრულა. მათივე განცხადებით, ინფლაცია პირდაპირ აზარალებს მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას და ეკონომიკურ წნეხს კიდევ უფრო ამძიმებს.