ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ მორიგ ანგარიშზე დღეს კენჭისყრა გაიმართება. დოკუმენტი ევროკომისიის 2025 წლის შეფასებას ეფუძნება და საბოლოოდ გახდება საფუძველი რეზოლუციისთვის, რომელიც ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას გამოხატავს. ანგარიშის პროექტში ყურადღება გამახვილებულია ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე - საუბარია საკანონმდებლო ცვლილებებზე, პოლიტიკურ გარემოზე და ოპოზიციის მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე, რაც დოკუმენტის მიხედვით, შესაძლოა უკუსვლის ნიშნად შეფასდეს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კომიტეტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს ევროპულ