განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა - Palitra News

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

2026-05-05 10:08:07+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და მათ ზოგადი და უმაღლესი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორების ძირითადი მიმართულებები გააცნო. შეხვედრის ფარგლებში გივი მიქანაძემ განათლების სისტემაში განსახორციელებელი ინიციატივები განიხილა. საუბარი შეეხო სასწავლო რესურსების ხარისხის გაუმჯობესებას, სასკოლო ფორმას, პირველკლასელთა რეგისტრაციისა და ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის პროცედურებს და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობებს. შეხვედრაზე მშობლებმა მინისტრს მათთვის მნიშვნელოვან თემებზე კითხვები დაუსვეს და ამომწურავი განმარტებები მიიღეს.