უკრაინის პრეზიდენტმა 6 მაისს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. ზელენსკის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში 5 მაისს, 00:00 საათზე ამოქმედდება. უკრაინის პრეზიდენტი იუწყება, რომ უკრაინის მიმართ არანაირი ოფიციალური მიმართვა არ ყოფილა საომარი მოქმედებების შეწყვეტის ფორმატთან დაკავშირებით, რომელსაც რუსულ სოციალურ მედიაში აცხადებენ. მისივე განმარტებით, რუსეთის ლიდერებმა რეალური ნაბიჯები გადადგან ომის დასასრულებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ მას მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის კეთილი ნების გარეშე არ შეუძლია. მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში გამართულ სამიტზე, სიტყვით გამოვიდა სადაც ვრცლად ისაუბრა რუსეთ უკრაინის კონფლიქტზე და განმარტა, რომ ევროპელი პარტნიორების დახმარებით, ახლა რუსეთი დასუსტებულია.