ვაშინგტონის მონუმენტთან ახლოს სროლა მოხდა, სამართალდამცველებმა ერთი პირი დაჭრეს - Palitra News

ვაშინგტონის მონუმენტთან ახლოს სროლა მოხდა, სამართალდამცველებმა ერთი პირი დაჭრეს

2026-05-05 10:16:01+04:00

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, ვაშინგტონის მონუმენტთან ახლოს სროლა მოხდა, სამართალდამცველებმა ერთი პირი დაჭრეს. როგორც მედია წერს, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია. აშშ-ის საიდუმლო სამსახურში აცხადებენ, რომ შეიარაღებულმა პირმა კონფლიქტი დაიწყო პოლიციასთან, რა დროსაც სროლა მოხდა. ინციდენტის გამოძიების მიზნით, თეთრი სახლი დროებით ჩაიკეტა, თუმცა, სროლის პარალელურად, თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მონაწილეობით მიმდინარე ღონისძიება შეუფერხებლად გაგრძელდა.