ირანელი პარლამენტარი - ირანს აქვს რაკეტები, რომელსაც 80 ბომბად დაშლა შეუძლია, რომელ THAAD-ს ან Patriot-ს შეუძლია ამ რაკეტებს დაარტყას? - Palitra News

ირანელი პარლამენტარი - ირანს აქვს რაკეტები, რომელსაც 80 ბომბად დაშლა შეუძლია, რომელ THAAD-ს ან Patriot-ს შეუძლია ამ რაკეტებს დაარტყას?

2026-05-05 11:11:12+04:00

ირანელი კანონმდებელი აცხადებს, რომ ისლამურ რესპუბლიკას აქვს რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ 80 ბომბად დაშლა და რომ ამ შესაძლებლობას აშშ-ის საჰაერო თავდაცვა ვერ გაუმკლავდება.

Iran International-ის ინფორმაციით, ირანის პარლამენტის 90-ე მუხლის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ჰოსეინალი ჰაჯიდელიგანიმ განაცხადა, რომ 10 ასეთი რაკეტის ერთდროულად გაშვება 800 ბომბს უდრის.

„რომელ THAAD-ს, რომელ Patriot-ს შეუძლია ამ რაკეტებს დაარტყას?“ - აღნიშნა ირანელმა პარლამენტარმა.