ჩინეთის ჰუნანის პროვინციაში ფეიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 61 დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აფეთქება Huasheng Fireworks Manufacturing and Display Company-ში მოხდა.
ადგილზე დაახლოებით 500 მეხანძრე, მაშველი და მედიკოსი იმყოფებოდა.
პრეზიდენტმა სი ძინპინმა აფეთქების მიზეზების დასადგენად საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება და დამნაშავეებისთვის მკაცრი პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა.