ფასების კომისიის დაკსვნა - ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ფასების შემცირებასთან ბრძოლაში დამარცხდა და დაპირებები ვერ შეასრულა - Palitra News

ფასების კომისიის დაკსვნა - ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ფასების შემცირებასთან ბრძოლაში დამარცხდა და დაპირებები ვერ შეასრულა

2026-05-05 12:33:21+04:00

საპარლამენტო კომისიის დასკვნა და რეკომენდაციები ცნობილია - სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების შემცირების კონტექსტში, სამოქმედო გეგმა ახლა მთავრობამ უნდა შეიმუშავოს, თუმცა პროცესში ჩართულობაზე მზაობას გამოხატავენ სუპერმარკეტთა მსხვილი ქსელებიც. ქართული ოცნება საშუალოვადიან პერსპექტივაში, 86% - იანი ფასნამატის გონივრულ ოდენობამდე შემცირების შესაძლებლობას ხედავს. ეკონომისტების ნაწილი კი გამოსავლად საწვავზე აქციზის გადასახადის დროებით შემცირებას ასახელებს, რაც მათი შეფასებით, პროდუქციის ღირებულებაზე დადებითად აისახება. ოპონენტები გაზრდილ ფასებზე საუბრობენ და ამ ფონზე აცხადებენ, რომ ხელისუფლება ფასების შემცირებასთან ბრძოლაში დამარცხდა და დაპირებები ვერ შეასრულა.