შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. გაძევებულთა შორის არიან: თურქმენეთის, ინდოეთის, ერაყის, აზერბაიჯანის, რუსეთის, უზბეკეთის, ნიგერიის, ბანგლადეშის, და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 101 მოქალაქე. 2025 წელს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯამში 1311 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს საქართველოდან. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.