მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიასთან დაკავშირებით პირველი არხი განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიის შესყიდვასთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ინტერესი ჯერ კიდევ 2023 წელს გამოხატა და დაიწყო შესაბამისი მოლაპარაკებები. არხის ცნობით, მათ მიერ გაკეთებული პირველი ბიჯი შეადგენდა 61%-ით მეტს, ვიდრე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიის ღირებულება იყო. ბიდინგის დროს მაუწყებელმა მეორე ბიჯზე თანხა გაზარდა კიდევ 20%-ით და, ჯამში, 2026 წლის ლიცენზიისთვის FIFA-ს ორჯერ მეტი თანხა შესთავაზა. მაღალი ფასით ბიდინგი მოიგო ერთ-ერთმა კერძო სამაუწყებლო პლატფორმამ, რომელმაც ლიცენზია შეისყიდა რეგიონის რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე. განცხადებაში განმარტებულია, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოს ტერიტორიაზე ღია სიგნალის საშუალებით ტრანსლაციის ლიცენზიის თანაშესყიდვაზე.