დონალდ ტრამპი მედიასთან ინტერვიუს დროს ირანს დაემუქრა და განაცხადა, რომ თუ ირანი აშშ-ის გემებს თავს დაესხმება, ის მათ ტერიტორიას სრულად გაანადგურებს - Palitra News

დონალდ ტრამპი მედიასთან ინტერვიუს დროს ირანს დაემუქრა და განაცხადა, რომ თუ ირანი აშშ-ის გემებს თავს დაესხმება, ის მათ ტერიტორიას სრულად გაანადგურებს

2026-05-05 12:59:30+04:00

ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. მიმდინარე მოვლენების ფონზე ირანი კვლავ აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს — სტრატეგიულ საზღვაო მარშრუტს, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაადგილდება. კონფლიქტი 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყო, მას შემდეგ რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე სამხედრო დარტყმები განახორციელეს. საპასუხოდ თეირანმა სრუტე პრაქტიკულად დახურა და საერთაშორისო ნავიგაცია შეიზღუდა. ბოლო ცნობებით, აშშ-ის პრეზიდენტი მედიასთან ინტერვიუს დროს ირანს დაემუქრა და განაცხადა, რომ თუ ირანი აშშ-ის გემებს თავს დაესხმება, ის მათ ტერიტორიას სრულად გაანადგურებს. ირანი საპასუხოდ განმარტავს, რომ ჰორმუზში განვითარებული მოვლენები ნათლად აჩვენებს, რომ პოლიტიკური კრიზისის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ოპერაციას სიტუაცია ჩიხამდე მიჰყავს.