უკრაინა 5-დან 6 მაისის ღამით, ფრონტზე „სიჩუმის რეჟიმს“ გამოაცხადებს. ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსეთის განცხადებას უპასუხა, რომ 8-9 მაისს დიდ სამამულო ომში გამარჯვების აღსანიშნავად „დროებითი ზავი" იმოქმედებს. რუსეთი უკრაინას დაემუქრა კიევის ცენტრზე მასირებული სარაკეტო დარტყმით, თუ უკრაინა მოსკოვის წითელ მოედანზე 9 მაისს დაგეგმილი აღლუმის ჩაშლას შეეცდება. ამ ფონზე მხარეებს შორის სამხედრო კონფლიქტი გრძელდება - რუსულმა ძალებმა უკრაინის პოლტავას ოლქს რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა.