საქართველოს მოსახლეობის 40%-ს აზარტული თამაშები აკრძალული აქვს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე აკრძალულ პირთა სიაში 1 576 664 პირის შესახებ ინფორმაციაა შეტანილი. ასევე, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის თანახმად, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 41 042 ფიზიკური პირი. აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე თამაშდამოკიდებულთა სიაში 64 პირი მოხდა, ხოლო 40 978 პირმა თავად პირადი განაცხადით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომ ამ სიაში შეეყვანათ. შეგახსენებთ, რომ თამაშდამოკიდებულ პირთა სიის წარმოება 2022 წლის 1-ლი მარტიდან დაიწყო. “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამოკიდებული პირია ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომლის შესახებ მონაცემები შეტანილია დამოკიდებულ პირთა სიაში.