2026 წელს თბილისში უკვე 11 ათასამდე ბინაა გაყიდული, ხოლო გაყიდვების 70% საქართველოს მოქალაქეებზე მოდის - Palitra News

2026 წელს თბილისში უკვე 11 ათასამდე ბინაა გაყიდული, ხოლო გაყიდვების 70% საქართველოს მოქალაქეებზე მოდის

2026-05-05 13:50:29+04:00

2026 წელს თბილისში უკვე 11 ათასამდე ბინაა გაყიდული, ხოლო გაყიდვების 70% საქართველოს მოქალაქეებზე მოდის. ანალიტიკას „გალთ ენდ თაგარტი“ აქვეყნებს, სადაც ასევე ნათქვამია, რომ პროექტებში, რომელთა დასრულებაც თბილისში მიმდინარე წელს არის დაგეგმილი, ბინების 75% უკვე გაყიდულია. ამასთან, კვლევის თანახმად, 2026 წლის მარტში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, დედაქალაქში 4 121 ბინა გაიყიდა, საიდანაც 2 068 მეორადი ბაზრის გაყიდვებია და წლიუირად 26.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, პირველად ბაზარზე კი გაყიდვები გაზრდილია წლიურად 36%-ით, ხოლო გაყიდული ბინების რაოდენობა უკვე 2 053-ია. რაც შეეხება მხოლოდ პირველი კვარტლის მონაცემებს, კვლევაში აღნიშნულია, რომ 2026 წლის იანვარ-მარტში თბილისში სულ 10 907 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 958 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 23.1%-ით აღემატება. ამასთან, კვლვის თანახმად, 2026 წლის 1-ელ სამ თვეში გაყიდული ბინების 70% საქართველოს მოქალაქეებზე მოდის; 3% - რუსეთის მოქალაქეებზე; 12% - ისრაელის მოქალაქეებზე; ხოლო 14% - სხვა ქვეყენის მოქალაქეებზე ნაწილდება.