საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის მოსავლიანობა დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში - Palitra News

საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის მოსავლიანობა დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში

2026-05-05 13:51:38+04:00

საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის მოსავლიანობა დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. დაბალი კორპორატიზაცია, ცოდნის ნაკლებობა და ტექნოლოგიური ჩამორჩენა საქართველოში მოსავლიანობის შედარებით დაბალ დონეს განაპირობებს - ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ პუბლიკაციაშია ნათქვამი. კვლევის მიხედვით, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორს მოიცავს, საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის მოსავლიანობა გაცილებით დაბალია, ვიდრე თუნდაც მეზობელ ქვეყნებში. უფრო კონკრეტულად კი, მაგალითად 2024 წელს, ხილის მოსავალი საქართველოსთან შედარებით თითქმის 4-ჯერ მაღალი იყო თურქეთში, 3-ჯერ მაღალი კი აზერბაიჯანში. მოსავლიანობის მაჩვენებელმა 2.3-ჯერ გადააჭარბა საქართველოს სომხეთში და 2-ჯერ რუსეთში. მაგალითად თურქეთს თუ შეუძლია 1 ჰექტარზე საშუალოდ 18 900 ტონა ხილი მოიყვანოს, საქართველოში ხილის მოსავლიანობა ჰექტარზე 4 800 ტონაა. რაც შეეხება ბოსტნეულს, ამ ნაწილშიც საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. სხვაობა ყველაზე მაღალია თურქეთსა და სომხეთთან შედარებით. კერძოდ, თურქეთში ერთ ჰექტარზე 42 300 ტონა ბოსტნეული მოჰყავთ, საქართველოში კი მხოლოდ 11 100 ტონა. შედარებით ნაკლებია სხვაობა მარცვლოვან კულტურებთან დაკავშირებით. საქართველოში მარცვლოვანი კულტურების მოსავლიანობა საშუალოდ 2 800 ტონაა, თურქეთში კი 3 400 ტონა