ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ჩინეთს ეწვევა - Palitra News

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ჩინეთს ეწვევა

2026-05-05 14:43:39+04:00

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი დღეს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩავა, - ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში აბას არაღჩი ჩინელ კოლეგას ვან ის შეხვდება და ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებს განიხილავს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აპრილში პაკისტანში, ომანსა და რუსეთში იმყოფებოდა.