შალვა პაპუაშვილი „ოპოზიციურ ალიანსზე“ - ხომ დააანონსეს კარდაკარი და ბოლოს გამოუვიდათ „სკამ და სკამი“ - Palitra News

შალვა პაპუაშვილი „ოპოზიციურ ალიანსზე“ - ხომ დააანონსეს კარდაკარი და ბოლოს გამოუვიდათ „სკამ და სკამი“

2026-05-05 15:08:17+04:00

ხომ დააანონსეს კარდაკარი და ბოლოს გამოუვიდათ „სკამ და სკამი“. მცირე ოთახებში იკრიბებოდნენ საკუთარი პარტიის წევრებთან - ღმერთმა დაიფაროს ეს ქვეყანა, რომ მოღალატეების რაიმე მობილიზაცია ხდებოდეს საქართველოში - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ რეგიონებში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა პარტიამ, რომლებიც ამ „სკამ და სკამით“ არიან დაკავებულები, უნდა გააცნობიერონ, რომ სანამ ისინი იქნებიან უცხო ქვეყნების დღის წესრიგზე აწყობილები, საქართველოში არანაირი წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

„ხომ დააანონსეს კარდაკარი და ბოლოს გამოუვიდათ „სკამ და სკამი“. ნახეთ, რომ მცირე ოთახებში იკრიბებოდნენ საკუთარი პარტიის წევრებთან. საბოლოოდ, იყო პროცესი, სადაც ისინი უბრალოდ ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. ყველა ელჩმა, ვინც ფიქრობს, რომ ამ ძალებით შეძლებს საქართველოში დემოკრატიის გვერდის ავლით ხელისუფლების შეცვლას, უნდა გააცნობიეროს ვისთან აქვს საქმე და ყველა პარტიამ უნდა გააცნობიეროს ასევე, რომლებიც ამ „სკამ და სკამით“ არიან დაკავებულები, რომ მანამ სანამ ისინი იქნებიან უცხო ქვეყნების დღის წესრიგზე აწყობილები და სხვების მაამებლობით დაკავებულები, მათ საქართველოში არანაირი წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

ღმერთმა დაიფაროს ეს ქვეყანა, რომ მოღალატეების რაიმე მობილიზაცია ხდებოდეს საქართველოში. ეს არის ხალხი, რომელიც ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესს და მიდის ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. შეუძლებელია, ამ ქვეყანაში, იმ ქვეყანაში, რომელმაც ცოტა ხნის წინ ასეთი მობილიზებით გააცილა პატრიარქი, ჩვენ ვნახოთ მობილიზება ქვეყნის მოღალატეების გარშემო“,- განაცხადა პაპუაშვილმა.