„ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი“, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს შესახებ ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიიღო. „ანგარიშის პროექტში ხაზგასმულია, რომ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე პასუხისმგებელნი არიან ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ ძირითადი ლიდერები, მოსამართლეები თუ პროკურორები, რის გამოც მათ წინააღმდეგ მიზნობრივი პერსონალური სანქციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია დაუსჯელობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ევროპარლამენტი ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება მთელი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვიოს.