ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზაში მასშტაბური მოდერნიზაციის ეტაპი იწყება - Palitra News

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზაში მასშტაბური მოდერნიზაციის ეტაპი იწყება

2026-05-05 15:47:45+04:00

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზაში მასშტაბური მოდერნიზაციის ეტაპი იწყება. სამინისტროს განმარტებით, საქართველოს რკინიგზა 50-მდე ლოკომოტივისა და 1 500 ვაგონის შეძენას გეგმავს. უწყების ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს ხუთი სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი, ასევე სამგზავრო სადგურებისა და ბაქნების რეაბილიტაცია. დღევანდელ პრეზენტაციას დაესწრო პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი კობახიძის თქმით, 2031 წელს თბილისს ექნება სრულიად ახალი, საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც შეძლებს, უმასპინძლოს წელიწადში დაახლოებით 18 მლნ მგზავრს, რაც მნიშვნელოვანია როგორც დაკავშირებადობის განვითარების, ასევე ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისების თვალსაზრისით.