საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ისრაელი და აშშ ირანზე ზეწოლის მიზნით პოტენციური მოკლე სამხედრო კამპანიისთვის ემზადებიან. რას ამბობს ტრამპი? - Palitra News

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ისრაელი და აშშ ირანზე ზეწოლის მიზნით პოტენციური მოკლე სამხედრო კამპანიისთვის ემზადებიან. რას ამბობს ტრამპი?

2026-05-05 20:27:37+04:00

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ისრაელი და აშშ ირანზე ზეწოლის მიზნით პოტენციური მოკლე სამხედრო კამპანიისთვის ემზადებიან. გავრცელებული ცნობით, შესაძლო ოპერაცია ფოკუსირებული იქნება ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და ირანელი მაღალი თანამდებობის პირების მიზანმიმართულ ლიკვიდაციაზე. ამავე ინფორმაციით, გეგმების ძირითადი ნაწილი აპრილის დასაწყისში უკვე მზადყოფნაში იყო, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებამდე. ამ ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ შესაძლო ომი შეიძლება 2-3 კვირაში დასრულდეს.