26 მაისისთვის „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ დაანონსებულ აქციას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, საზოგადოებას აქციის შესახებ უფრო მეტი დეტალი მიაწოდონ და სამოქმედო გეგმა უფრო გასაგები გახადონ.
ოპოზიციური ალიანსი ორ თვიანი კამპანიის დასრულებას მასშტაბური საპროტესტო აქციით გეგმავს. მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაიცვას ქვეყნის მთავარი მონაპოვარი - დამოუკიდებლობა.