სომხური მედიის ინფორმაციით, საფრანგეთმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი - Palitra News

სომხური მედიის ინფორმაციით, საფრანგეთმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი

2026-05-05 20:36:48+04:00

სომხური მედიის ინფორმაციით, საფრანგეთმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ერევანში გაფორმდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრის ფარგლებში. ხელმოწერამდე მხარეებმა ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს. მაკრონის განცხადებით, სამხრეთ კავკასია არ უნდა იქცეს იმპერიებს შორის ბრძოლის ველად და არც მეტოქე გარე ძალების სივრცედ, არამედ უნდა შეინარჩუნოს როლი, როგორც ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის დამაკავშირებელმა გზაჯვარედინმა.