ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ასკვნის, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი არა მხოლოდ შეჩერდა, არამედ მნიშვნელოვნად შეიცვალა. როგორია შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ასკვნის, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი არა მხოლოდ შეჩერდა, არამედ მნიშვნელოვნად შეიცვალა. როგორია შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

2026-05-05 20:38:39+04:00

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ასკვნის, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი არა მხოლოდ შეჩერდა, არამედ მნიშვნელოვნად შეიცვალა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა, არჩევნების შესაძლო მანიპულაციები, ადამიანის უფლებების დარღვევები და პოლიტიკური ოპონენტების დევნა სისტემურ პრობლემად რჩება. დოკუმენტი ამაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ წამყვან ფიგურებს, ასევე სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს. დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ მიზნობრივი პერსონალური სანქციები შესაძლოა, დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტიან ბერკეტად იქცეს. ამასთან, ევროპარლამენტი აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ ვითარების გაუმჯობესების გარეშე, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკი იზრდება, რაც პირდაპირ მთელს მოსახლეობას შეეხება.