ბადრი ჯაფარიძე: საქართველოს იზოლაცია დაუშვებელია. ოპოზიცია პარტნიორების მხარდაჭერის გაგრძელებას ითხოვს - Palitra News

ბადრი ჯაფარიძე: საქართველოს იზოლაცია დაუშვებელია. ოპოზიცია პარტნიორების მხარდაჭერის გაგრძელებას ითხოვს

2026-05-05 20:44:59+04:00

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საქართველოს იზოლაცია და საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე დატოვება დაუშვებელია. მისივე განცხადებით, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, რათა მათთვის გაეცნოთ ოპოზიციის ხედვა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც აუცილებელია პარტნიორი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერის გასაგრძელებლად.

ჯაფარიძის ინფორმაციით, შეხვედრას 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, არ გაღრმავდეს საზოგადოებაში არსებული დაპირისპირება და დაიწყოს დიალოგი დაპირისპირებულ მხარეებს შორის, პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.