კალასი ბაქოში: ევროკავშირი აზერბაიჯანთან სტრატეგიულ პარტნიორობას აძლიერებს - Palitra News

კალასი ბაქოში: ევროკავშირი აზერბაიჯანთან სტრატეგიულ პარტნიორობას აძლიერებს

2026-05-05 20:48:51+04:00

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა აზერბაიჯანში ვიზიტისას განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის კავშირების გაძლიერება ევროკავშირის საერთო სტრატეგიულ ინტერესში შედის. მისი თქმით, ბრიუსელი მზად არის აზერბაიჯანთან უფრო სტრუქტურირებული პარტნიორობის განხილვისთვის. თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა აღნიშნა, რომ ქვეყანა დაინტერესებულია ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებით, პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული მიმართულებით და შეხვედრას პროდუქტიული უწოდა.