ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ - Palitra News

ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

2026-05-06 09:53:29+04:00

ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელი იყო და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის საიდუმლო ინფორმაციის სისტემურად გადაცემაშია ბრალდებული. გამოძიების ცნობით, საჯარო მოხელე სამსახურებრივ პოზიციასა და პირად კავშირებს სადაზვერვო მონაცემების მოსაპოვებლად იყენებდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს ინტერესებისთვის ჯაშუშობას უკავშირდება. სუს-ში აცხადებენ, რომ ბრალდების დასადასტურებლად ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, გიორგი უძილაურს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.