ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ირაკლი კობახიძის შეხვედრები და გზავნილები - Palitra News

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ირაკლი კობახიძის შეხვედრები და გზავნილები

2026-05-06 09:59:29+04:00

ერევანში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ირაკლი კობახიძის შეხვედრები და გზავნილები ქართულ პოლიტიკაში განხილვის მთავარ თემად რჩება.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სამიტის ფორმატში საქართველოს მიმართ კრიტიკული განცხადებები არ გაჟღერებულა და კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ქვეყნის მნიშვნელობა რეგიონული დაკავშირებადობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მას 25-ზე მეტ ლიდერთან ჰქონდა კომუნიკაცია, ხოლო ალენ ბერსემ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრა თავად მოითხოვეს. განსაკუთრებული ყურადღება სწორედ კობახიძისა და ზელენსკის შეხვედრამ მიიპყრო, რის შემდეგაც ხელისუფლებაში საქართველო-უკრაინის ურთიერთობების შესაძლო გადატვირთვაზე დაიწყეს საუბარი.

ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდი უკრაინასთან ურთიერთობის თემას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს. მათი შეფასებით, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ რეგიონში ისტორიული ფუნქცია მნიშვნელოვნად დაკარგა.