ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება - Palitra News

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

2026-05-06 10:03:22+04:00

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები გიორგი და დავით მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძე არიან. გამოძიება მათ შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

დღევანდელ პროცესზე, სავარაუდოდ, საბოლოო სიტყვით გიორგი მიქაძე ისარგებლებს, რის შემდეგაც მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი გადაწყვეტილების გამოსატანად გავა.

საქმეზე ბრალდებულ გიორგი ჯოხაძეს, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენასაც ედავებიან.

ამავე საქმეზე გელა უძილაური უკვე დამნაშავედაა ცნობილი - მას ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის უვადო პატიმრობა აქვს შეფარდებული. საქმეში ფიგურირებს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეც, რომელსაც შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან. ფარცხალაძე რუსეთში იმყოფება და საერთაშორისო ძებნაშია.