აბას არაღჩი - ირანსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა იმაზე ძლიერი გახდება, ვიდრე ოდესმე - Palitra News

აბას არაღჩი - ირანსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა იმაზე ძლიერი გახდება, ვიდრე ოდესმე

2026-05-06 11:12:31+04:00

ირანსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა იმაზე ძლიერი გახდება, ვიდრე ოდესმე, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ პეკინში, ჩინელ კოლეგასთან, ვან ისთან შეხვედრაზე განაცხადა.

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ პეკინში გამართულ შეხვედრაზე ჩინეთს „ირანის ახლო მეგობარი“ უწოდა.

„არსებულ ვითარებაში, ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა აბას არაღჩიმ.

ასევე, არაღჩიმ აშშ-სთან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ ირანი „მხოლოდ სამართლიან და ყოვლისმომცველ შეთანხმებას დათანხმდება“.

შეხვედრაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის ომი „არალეგიტიმურია“.

„სრული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა დამყარდეს. რეგიონი გარდამტეხ მომენტს გადის და ორ მხარეს შორის პირდაპირი შეხვედრები აუცილებელია“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.