ირანში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 41 დაშავდა - Palitra News

ირანში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 41 დაშავდა

2026-05-06 11:35:59+04:00

თეირანთან ახლოს, სავაჭრო კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 41 დაშავდა, - ინფორმაციას Iran International-ი შაჰრიარის ოლქის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

გუბერნატორის თქმით, ხანძარი თეირანის დასავლეთით, ქალაქ ანდიშეში გაჩნდა, სადაც 250-ზე მეტი კომერციული და 50 საოფისე ფართია განთავსებული.