კვიპროსი აგრძელებს ევროკავშირის საბჭოს როტაციული თავმჯდომარე ქვეყნების პრაქტიკას და საქართველო ევროკავშირის მაღალი დონის დიალოგის ფორმატებში კვლავ არ მიუწვევია.
10-დან 11 მაისის ჩათვლით ნიქოზიაში ევროპულ საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნები დაესწრებიან, თუმცა საქართველო ამ ღონისძიებაზე მიწვეული არაა.
კვიპროსის თავმჯდომარეობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების კურსია, რომელიც, მათივე შეფასებით, ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მათივე თქმით, საქართველოს გაწევრიანების პროცესი 2024 წლიდან დე-ფაქტო შეჩერებულია.