ევროპარლამენტის მორიგი კრიტიკული ანგარიში - ოპოზიციაში ამბობენ, რომ ევროპარლამენტის კრიტიკა მთლიანად ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია - Palitra News

ევროპარლამენტის მორიგი კრიტიკული ანგარიში - ოპოზიციაში ამბობენ, რომ ევროპარლამენტის კრიტიკა მთლიანად ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია

2026-05-06 12:46:51+04:00

ევროპარლამენტის მორიგ კრიტიკულ ანგარიშს მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დოკუმენტი პოლარიზაციის გაღრმავებასა და არჩეული ხელისუფლების დისკრედიტაციას ემსახურება. ხელისუფლების შეფასებით, მსგავსი დამოკიდებულება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს აზიანებს და რადიკალური განწყობების წახალისებას ემსახურება.

თავად ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კურსი მნიშვნელოვნად შეიცვალა. დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე, ადამიანის უფლებების პრობლემებსა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე.

ანგარიშში პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, ასევე სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის ნაწილს ეკისრება. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ევროპარლამენტის კრიტიკა მთლიანად ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია.