სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გეკა გელაძე, პირველ მოადგილე, ლაშა მაღრაძესთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
სუს-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე გელაძემ ყურადღება გაამახვილა სასწავლო ცენტრის აკადემიად გარდაქმნის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ახალი სამაგისტრო პროგრამა სისტემას მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფს.
მისივე თქმით, გაგრძელდება აკადემიის ინსტიტუციური განვითარებისა და მიმდინარე პროექტების მხარდაჭერა. გეკა გელაძემ აკადემიის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც დაათვალიერა.
საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი აკადემიად 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან ჩამოყალიბდა.