ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაასაღა 10 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ასი ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა, ასევე 350 ევროს ყალბი ფული.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.