მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. ქრისტიანული სწავლების მიხედვით, წმინდა გიორგი მესამე საუკუნეში კაბადოკიაში დაიბადა და რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ მან ქრისტიანული სარწმუნოება არ უარყო, რის გამოც სასტიკი წამების შემდეგ 303 წელს თავი მოჰკვეთეს.
ეკლესიის ისტორიაში წმინდა გიორგი ცნობილია, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს - 6 მაისს და 23 ნოემბერს.