რუსულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე შეტევა განახორციელეს - Palitra News

რუსულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე შეტევა განახორციელეს

2026-05-06 12:51:33+04:00

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე შეტევა განახორციელეს და, მათი შეფასებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს. ცნობილია, რომ აფეთქებების ხმა დნიპროში ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებიდან მალევე გაისმა. შეტევები განხორციელდა ხარკოვის, ზაპოროჟიეს, სუმისა და დონეცკის მიმართულებითაც. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და არიან დაშავებულები. ბოლო ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთში თავდასხმებს სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა.